LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეგენერატები! გესმით, ვის ხელშია ქვეყნის ბედი – მიხეილ სააკაშვილი

38

საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კიევში მისი საქმის სააპელაციო განხილვა 26 იანვრამდე გადაიდო. როგორც მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქმის განხილვა მოსამართლის ოჯახური მდგომარეობის გამო გადაიდო.

“მათ არ აქვთ მტკიცებულებები, სასამართლო უკვე მეხუთედ გადაიდო. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დამკითხეს და ყველა კითხვა პოლიტიკური ხასიათის იყო, მეკითხებოდნენ – რის გაკეთებას აპირებთ? მათ სურთ, რომ დრო სასამართლოს დარბაზებსა და СБУ-ს ბნელ კაბინეტებში გავატარო,”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, უკრაინის პროკურატურა სამი დღე იმით იყო დაკავებული, რომ მისი ბარათის კონფისკაცია მოეხდინა.

ჩხრეკისას მიპოვნეს ბარათი, რომლითაც ამერიკაში ვსარგებლობდი. მაგრამ როცა ამერიკიდან წამოვედი, ანგარიში გავაუქმე. მათ იპოვნეს ეს ბარათი და გუშინ პეჩორის სასამართლომ ჩემი ამერიკული ბარათის კონფისკაცია მოახდინა. ის არ მოქმედებს და ანგარიში გაუქმებულია. მათ ასლი გააკეთეს და ბარათის კონფისკაცია მოახდინეს. დეგენერატები! პროკურატურა სამი დღე იმით იყო დაკავებული, რომ ჩემი ბარათის კონფისკაცია მოეხდინა! წარმოგიდგენიათ, როგორ არაკვალიფიციურ თაღლითებთან გვაქვს საქმე! გესმით, ვის ხელშია ქვეყნის ბედი!“ – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილი დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გამო სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში კიევში, 2017 წლის 8 დეკემბერს დააკავეს. მან წინასწარი დაკავების იზოლატორში სამი დღე გაატარა, შემდეგ კი სასამართლომ გაათავისუფლა, მიუხედავად პროკურატურის მოთხოვნისა მისთვის შინა პატიმრობის მისჯის თაობაზე.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს ექს-პრეზიდენტს თავისუფლების სამიდან ხუთ წლამდე აღკვეთა ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები