LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მუსიკალური ალბომი ჩაწერა

55

გახმაურებული საქმეების ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი დღეს რადიო „არ დაიდარდოს“ სტუმარია და საკუთარ ლექსებსა და მელოდიებზე შექმნილი ალბომის პრეზენტაციას გეგმავს. დიდი ხანია, რაც სიმღერებს წერს, თუმცა ამ დრომდე არ გქონია მათი გამომზეურების სურვილი.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, რომლის პირველადი პროფესია არა იურისპრუდენცია, არამედ მუსიკოსობაა, მუსიკის წყალობით იმ სტრესისგან თავისუფლდება, რაც ადვოკატობას ახლავს…

„არ დადარდოში“ ეთერამდე მას რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

მიხეილ რამიშვილი:

ორი ალბომი გაკეთდა, ერთში ჩემ მიერ დაწერილი სიმღერები გაერთიანდა. დიდი ხანია, მელოდიებსა და ლექსებს ვწერ, მეოთხე კლასიდან, მაგრამ არასდროს მქონია მათი გამომზეურების სურვილი. მამაჩემი თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში მთხოვდა, რომ მსმენელის წინაშე წარმედგინა. ახლა გადავწყვიტე, ავასრულე მამის ეს თხოვნა და გამოვეცი ალბომი.

რაც შეეხება მეორე ალბომს, იქ შევიდა ოთარის საუკეთესო სიმღერები, რომლებიც ფრანგულად ნინო ნიკოლაშვილმა თარგმნა. გარდა ვოკალისა, აქ საინტერესო ინტრუმენტული ნამუშევრებიცაა, უკრავს ვიოლინო და აკორდეონი, ასევე სხვა ინსტრუმენტები. ფრანგული შანსონის სტილშია გაკეთებული. ფრანგულ ენაზე ნათარგმნი ოთარის ლექსები ბროშურად გამოიცა და საფრანგეთში გადავგზავნეთ. იგეგმებოდა გარკვეული ფორმით იქაც პრეზენტაცია, მაგრამ ჩემი პროფესიის და დაკავებული გრაფიკის გამო ჯერჯერობით ვერ მოხერხდა (იღიმის).


მუსიკოსობა რატომ არ გააგრძელეთ, მეორე პროფესიის შეძენა რატომ გახდა საჭირო? ვრცლად

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები