LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს იურისტის წინააღმდეგ – ბრალდებული კომპენსაციას ითხოვს

30

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატები საპატრიარქოს იურისტისგან ედიშერ ქარჩავასგან მამა გიორგი მამალაძის წინააღმდეგ გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფასა და ზიანის კომპენსაციას – 50 ათასი ლარის ოდენობით ითხოვენ.

საქმე ეხება განცხადებას, რომლის მიხედვითაც ედიშერ ქარჩავამ დეკანოზი ფულის გათეთრებაში დაადნააშაულა.

სამოქალაქო სარჩელი დღეს მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა შეიტანა. მისი თქმით, საქმეზე გადაწყვეტილება, დაახლოებით, 2-3 თვის განმავლობაში გახდება ცნობილი.

დღესვე „ციანიდის საქმეზე“ არსებითი განხილვა დაიწყება. პოროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგებიან, დღესვე ადვოკატები კიდევ ერთხელ დააყენებენ შუამდგომლობას, რომ პროცესი იყოს ღია.

ამავე აზრეზეა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. მისი თქმით, ვერ მოისმინა ვერცერთი არგუმენტრი, რატომ უნდა იყოს პროცესი დახურული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები