LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს უჩივის

46

დეკანოზი გიორგი მამალაძე ღირსებისა და პატივის შელახვისთვის საპატრიარქოს უჩივის. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

მიზეზი საპატრიარქოს ადვოკატის ედიშერ ქარჩავას მიერ, გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” გაკეთებული განცხადებაა, სადაც ის ამბობს, რომ საპატრიარქოში არსებობს დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ დეკანოზი 50 მილიონი ევროს გათეთრებას აპირებდა. მან აღნიშნა, რომ არსებობს მამალაძის ხელმოწერილი ხელშეკრულება.

ედიშერ ქარჩავა აცხადებს, რომ დეკანოზს ესპანეთში დაარსებული ჰქონდა შპს და სწორედ იქიდან ელოდებოდა 50 მილიონი ევროს ჩარიცხვას.

თუმცა, მოხდა თუ არა თანხის ჩარიცხვა, ეს უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები