LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზი საპატიმროდან წერილს აგზავნის: “მრავალი ცოდვის თანმდები ვარ”

79

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებიდან წერილი გამოაგზავნა. წერილი მედიაში რუსთავი 2-ის საშუალებით გავრცელდა.

წერილები დეკანოზის კარნახით მისმა ადვოკატებმა დაწერეს.

ციანიდის საქმეზე ბრალდებულის წერილი ძირითადად, მისი შიმშილობის მიზეზების განმარტებას და პატრიარქ ილია მეორესადმი მიმართვას ეთმობა.

გიორგი მამალაძე წერილში კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ბევრი ცოდვა აქვს ჩადენილი, თუმცა არა მკვლელობა ან მკვლელობის მცდელობა. ის იმედს გამოთქვამს, რომ “სულიერი მამის სიყვარულს ძალუძს დასძლიოს ყველანაირი წნეხი და ზეწოლა”.

ციანიდის საქმეზე ბრალდებული უკვე 4 დღეა შიმშილობს. გუშინ მან მედიკამენტების მიღებაზეც უარი განაცხადა. დეკანოზი პატრიარქთან და სინოდის წევრებთან შეხვედრას ითხოვს.

“აქამდე ასე კარგად ვერ ვაცნობიერებდი მოსაზრებას, რომ განსაცდელი ადამიანს უფალთან აახლოებს. მეტიც, ასეთ მდგომარეობაში ყველა შენი მახასიათებელი უფრო მკვეთრი ხდება – მეტია თვითკრიტიკაც, საკუთარი თავის რწმენაც, უკომპრომისობაც. მრავალი ცოდვის თანმდები ვარ, მაგრამ არა მკვლელობის ან მკვლელობის მცდელობის. ვისთვისაც ასეთი რამ არ დაუბრალებიათ, ალბათ მისთვის რთული წარმოსადგენია ჩემი განცდები, რთული შესაფასებელია ჩემი გადაწყვეტილებები

რატომ ვშიმშილობ? ამით ჩემ სულიერ ძმებს მინდა შევახსენო – “არა ერთითა პურითა ცხონდების კაცი” … ასევე, როგორც ჯვარცმულმა მაცხოვარმა მიმართა მამას – რად მიმატოვეო და მყისიერი პასუხი მიიღო მისგან, მეც მივმართავ სულიერ მამას – რად მიმატოვე? არ მჯერა, რომ შენს სიყვარულს არ ძალუძს დასძლიოს ყველანაირი წნეხი და ზეწოლა! ღმერთმა უწყის – არანაირი თავდებობა და შუამდგომლობა არ მჭირდება, მხოლოდ შენი ნუგეშისმომგვრელი სიტყვა და ღიმილი, შენი მადლიანი ხელი. რაც შეეხება ჩემი სიმართლის დამტკიცებას, ამას თავადაც შევძლებ, ღვთის შეწევნით. მაცხოვარი ხომ ბრძანებს – “ოდეს შეგიყვანნეს შესაკრებელსა მთავართასა, ნუ ზრუნავთ, რა სიტყვა მიუგოთ ანუ რა სთქვათ,რამეთუ სულმან წმინდამან გასწაოს თქვენ მას ჟამსა შინა რა იგი სთქვათ

რატომ გადადგა ირაკლი მამალაძემ ეს ნაბიჯი?

ამასთან დაკავშირებით მრავალი ვერსია შეიძლება გამოითქვას. ჩემი აზრით კი, მან უბრალოდ არ გაუშვა ხელიდან შანსი წარმოჩენილიყო “გმირად” “საქართველოს მხსნელად”. სამწუხაროდ, მისი ამბიცია და მავანთა მზაკვრული ინტერესები კარგად დაემთხვა ერთმანეთს.

ღმერთმა შეგვინდოს ორივეს: მას მისი საქციელი, ხოლო მე ჩემი წინდაუხედაობა”, – ნათქვამია წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები