LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზი თამაზ ლომიძე: „გასწავლით „რელიგიური გრძნობების“ შეურაცხყოფის უებარ წამალს…“

136

დეკანოზი თამაზ ლომიძე, რომელიც გერმანიაში, კერძოდ მიუნხენში მოღვაწეობს და მსახურობს, წერს, როგორია, მისი მოსაზრებით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის უებარი წამალი.

ის აღნიშნავს:

„გასწავლით “რელიგიური გრძნობების” შეურაცხყოფის უებარ წამალს

ძალიან მარტივია და რაც მთავარია, ნამდვილია, ბუნებრივია და უცბად შველის “რელიგიური გრძნობების” შეურაცხყოფით გამოწვეულ წყენას და ტკივილებს. უბრალოდ, შეეცადეთ თქვენი ცხოვრება დაემსგავსოს ქრისტეს ცხოვრებას. დაემსგავსეთ ჯვარცმულ ქრისტეს და არა ამაყ, პრივილეგირებულ და ძლევამოსილ ქრისტიანებს. მიუხედავად იმისა, ვინ ხართ და სად ცხოვრობთ, ჩათვალეთ და მიიღეთ, რომ თქვენი რწმენისთვის ქრისტეს მსგავსად თქვენც უნდა გდევნონ, შეურაცხგყონ, დაგცინონ, შეგიძულონ, გცემონ და შეიძლება მოგკლან კიდეც. შეეგუეთ, რომ თქვენც იგივე დაგემართებათ, რაც დამართეს ქრისტეს. თუ ასე იცხოვრებთ, დამერწმუნეთ, “რელიგიური გრძნობების” შეურაცხყოფაზე წუწუნისთვის აღარ დაგრჩებათ დრო.

ესაა ერთადერთი და უებარი წამალი თქვენი გრძნობების დასამშვიდებლად!“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები