LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზი თეოდორე გოგოლაძე – იქნება თუ არა მეუფე შიო მომავალი პატრიარქი, ეს იცის მხოლოდ ღმერთმა

124

“იქნება თუ არა მეუფე შიო მომავალი პატრიარქი, ეს იცის მხოლოდ ღმერთმა. ამაზე საუბარი უხერხულია, მით უმეტეს, რომ პატრიარქი ჯერ ჯანმრთელად გრძნობს თავს და უფალს შევთხოვთ მის ჯანმრთელობას და დღეგრძელობას“,- ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას დეკანოზმა თეოდორე გოგოლაძემ, სამების საკათედრო ტაძარში საკვრაო ქადაგების დაწყებამდე.

მისივე თქმით, ჯერჯერობით არც მეუფე შიომ იცის რა უფლება-მოვალეობებს შეასრულებს პატრიარქის მოსაყდრე.

კითხვაზე – შეასრულებს თუ არა მეუფე შიო მუჯირი პატრიარქის მოვალეობებს, დეკანოზმა აღნიშნა: “ამაზე პასუხს ვერავინ გაგცემთ. ჯერ მეუფე შიომაც არ იცის ბოლომდე, დარწმუნებული ვარ. ამ ყველაფერს განაგებს უწმინდესი. უწმინდესი რასაც აკურთხებს, იმას შეასრულებს”.

დეკანოზმა თეოდორემ მეუფე შიოს მოსაყდრედ დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ღმერთს შესთხოვს, მსუბუქად ეტარებინოს მას ეს დიდებული ჯვარი და ბოლომდე მიეტანოს ღვთის სადიდებლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები