LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზის ადვოკატმა, ეკა ლომიძემ თბილისის პროკურატურა დატოვა

190

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, ეკა ლომიძემ, თბილისის პროკურატურა დატოვა. მან, კოლეგების მსგავსად, უარი განაცხადა გამოკითხვაზე.

ლომიძის თქმით, პროკურატურაში მას ხელი მოაწერინეს ოქმზე, რომლის მიხედვითაც გამოკითხვაზე უარს ამბობს და შესაბამისი არგუმენტების მოყვანაც სთხოვეს.

პროკურატურასთან იმყოფება დეკანოზის კიდევ სამი ადვოკატი. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მას არ უთქვამს, რომ ჩვენების მიცემას მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით აპირებდა, არამედ თქვა, რომ ამ უარის არგუმენტებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დააფიქსირებდა.

პროკურატურამ დეკანოზ მამალაძის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი ვიდეომასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული არ ესწრებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები