LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ კახეთის რეგიონში რამდენიმე მძლავრი სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა

74

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 30 აპრილიდან 2 მაისამდე კახეთის რეგიონში რამდენიმე მძლავრი სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა, რისთვისაც საერთო ჯამში 130 ერთეულამდე რაკეტა იქნა გასროლილი.
30 აპრილის დღის 12 :10 საათიდან კახეთის რეგიონში, თელავის და ახმეტის რაიონების თავზე  რამდენიმე შიდამასიური და ფრონტალური ღრუბლის მასა დაფიქსირდა.   სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 20 მმ იყო.  25 სეტყვასაშიში ღრუბლის კერის დასამუშავებლად გასროლილი იქნა 70 ერთეული რაკეტა. ნალექის ძირითადი მასა აღნიშნულ რაიონებში წვიმის სახით ჩამოიცალა.

1 მაისის 19:24 საათიდან 2 მაისის დილის 06:30 საათამდე სეტყვასაშიში ატმოსფერული პროცესები ახმეტის, თელავის, სიღნაღის და გურჯაანის რაიონების თავზე ეტაპობრივად განვითარდა.
I,II და III კატეგორიის ფრონტალური და შიდამასიური სეტყვასაშიში ღრუბლებიდან სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 10-15 მმ იყო.
19:24 სთ-დან 19:44 სთ-მდე ახმეტის,  03:17სთ-დან 04:05 სთ-მდე თელავის,  04:36 სთ-დნ 05:50 სთ-მდე სიღნაღის და 06:20 სთ-დან 06:30 სთ-მდე გურჯაანის რაიონების თავზე ღრუბლებზე აქტიური ზემოქმედების მიზნით სისტემამ 60 ერთეულამდე რაკეტა გაისროლა.  ნალექის დიდი ნაწილი წვიმის სახით ჩამოიცალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები