LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემი მური სასამართლოში დაიბარეს

147

ჰოლივუდის მსახიობს, დემი მურს სასამართლოში თავის მართლება მოუწევს. საუბარია 2015 წლის ივლისში, მურის სახლში ტრაგიკულად გარდაცვლილ 21 წლის ედეილსონ სტივენ ვაილაზე. იმ პერიოდში, როდესაც მის სახლში ინციდენტი მოხდა, მური ქალიშვილებთან ერთად დასასვენებლად იყო წასული, მისი სახლის ზედამხედველმა კი, მეპატრონის ნებართვის გარეშე წვეულების მოწყობა გადაწყვიტა, რასაც ზემოხსენებული ადამიანი ემსხვერპლა.

მური მოპასუხე იქნება და მას შემდეგ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა: რატომ არ იყო მისი სახლის ტერიტორიაზე განთავსებული უზარმაზარი აუზი განათებული და წყლის ტემპერატურის გამზომით აღჭურვილი, რადგან წყალი მასში ძალიან ცივი იყო.

ამ დროისთვის არც მურს და არც მის წარმომადგენელს ამ ყველაფერზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები