LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემნა გვასალია: საქართველოს ამბებს თვალს ვადევნებ, ვკითხულობ

57

„რადიო თავისუფლების“ ქართული ბიუროსთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა და Vetements-ის დამფუძნებელმა დემნა გვასალიამ საქართველოსადმი მიძღვნილ კოლექციაზე ილაპარაკა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ადევნებს თუ არა თვალს საქართველოს ამბებს, რომლებიც მის კოლექციაშიც აისახა დიზაინერმა უპასუხა, რომ ამ კოლექციაზე მუშაობის დაწყების წინ ქართული ტელევიზიების ყურება დაიწყო.

„კი, რა თქმა უნდა, ვაქცევ ყურადღებას, ვკითხულობ საქართველოს ამბებს… თავიდანვე, როდესაც ამ კოლექციაზე დავიწყე მუშაობა, ვიცოდი, რომ ეს ძალიან პირადი იქნებოდა და მომიწევდა ჩემი წარსულის ამოქექვა. ამიტომაც დავიწყე ქართული ტელევიზიების ყურება, ქართული ახალი ამბების მოსმენა და ჩემთვის ერთგვარი ატმოსფერო შევიქმენი, თითქოს საქართველოში ვიყავი. ჩემი აზრით, რაც მოხდა ამ ახალგაზრდულ მოძრაობასთან დაკავშირებით, „ბასიანთან“ დაკავშირებით, ისეთი რამაა, რაც ყველგან ხდება დღეს მსოფლიოში და საქართველო ამის საუკეთესო მაგალითია. ასე რომ, ამაზეც მინდოდა ლაპარაკი. ესეც შემადგენელი ნაწილია იმისა, რაც დღეს იქ ხდება. შეიძლება მე იქ არ ვიყო, მაგრამ ამ ყველაფერს ჩემთვის აქვს მნიშვნელობა“, – თქვა დიზაინერმა.

დემნა გვასალიამ 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა, რომელიც საქართველოს მიუძღვნა.

Vetements-მა აპლიკაციაც შექმნა, რომელიც ტანსაცმელზე განთავსებული კოდების დასკანერების შემდეგ მომხმარებელს Wikipedia-ს შესაბამის გვერდზე გადაიყვანს, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ აფხაზეთისა და საქართველოს ომის ისტორიას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები