LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემნა გვასალიას მიერ შექმნილმა საქორწილო კაბამ ქართველები გაამხიარულა – „პატარქაჯი…“

261

„ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი და ბრენდ „ვეტმანის“ დამფუძნებელი დემნა გვასალია აგრძელებს მსოფლიო მოდის თავდაყირა დაყენების გზას და სამოსზე ტრადიციული შეხედულებების ადამიანების შოკში ჩაგდებას.

ახლახან მისი „ვეტმანისთვის“ შექმნილი ახალი კოლექციის ჩვენება შედგა. თქვენს ყურადღებას სხვა კოსტიუმებზე აღარ შევაჩერებთ, რომლებიც საინტერესო და ორიგინალურია და კონკრეტულ კონცეფციას მიჰყვება, არამედ საპატარძლო კაბაზე, რომელმაც ქართველების გამხიარულება გამოიწვია.

დემნას პატარძალს სოცქსელში ასე ეხმაურებიან:

„პატარქაჯი…“

„ძალიან მაგარია. ზუჰაირ მურადის, ელი სააბის და ეგეთების არაამქვეყნიური საქორწილო კაბების ფონზე, დემნამ „იმენნა“ შეასრულა ასეთი უმოწყალოდ რეალისტური პატარძლით“

„გიჟქალა პატარძალი“

თქვენ რას ფიქრობთ ამ საპატარძლო კაბაზე?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები