LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემოკრატიულ საზოგადოებაში ჰომოფობიისა და ტრანსფობიისთვის ადგილი არ რჩება – სოფიო კილაძე

115

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე აზრის გამოხატვის გამო ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენებას მიუღებლად მიიჩნევს.

“ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის, ასევე, მშვიდობიანი შეკრების უფლება და მისი უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა, საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს ყველა სახის დისკრიმინაციასა და უზრუნველყოფს თითოეული ინდივიდის თანასწორუფლებიანობას. მოწყვლადი ჯგუფების მათი დაცვა სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ საჭიროებას წარმოადგენს. დემოკრატიული სახელმწიფოსათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის არის უმცირესობათა უფლებების დაცვა. შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში ჰომოფობიისა და ტრანსფობიისთვის ადგილი არ რჩება,” – განაცხადა სოფიო კილაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ოჯახის სიწმინდის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოჯახის სიწმინდის დაცვა ქვეყნის დიდი ნაწილისთვის უმნიშვნელოვანესია.

„ის ჩვენი საზოგადოების უმეტესობისთვის ტრადიციაა, რომელსაც გაფრთხილება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა სჭირდება. მიუხედავად საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის არსებული განსხვავებებისა, დაუშვებელია ეს გახდეს ქვეყანაში დაპირისპირების და ძალადობის საფუძველი. ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის, ასევე, მშვიდობიანი შეკრების უფლება და მისი უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა. მიუღებელია აზრის გამოხატვის გამო ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება. ადამიანი წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს ღირებულებას. დემოკრატიული, მრავალფეროვანი სახელმწიფოც სწორედ მაშინ არის ძლიერი, როდესაც განსხვავებულ ადამიანებს ერთმანეთის გვერდით  მშვიდობიანი თანაცხოვრება შეუძლიათ. მჯერა, რომ ყველა ერთად დგომით, მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებით შევძლებთ საბოლოოდ ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული საზოგადოების შექმნას,” – განაცხადა კილაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები