LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემოკრატიული მოძრაობა საპრეზიდენტო კანდიდატად კოლეგებს ნინო ბურჯანაძეს სთავაზობს

89

„ყველა პოლიტიკურ პარტიასთან მიმართებაში ყველაზე რეალური პერსპექტიული კანდიდატი, ყველანაირი პოლიტიკური კონტექსტით აღჭურვილი კანდიდატი ნინო ბურჯანაძედა,“ – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გიორგი ახვლედიანმა, განაცხადა.

ახვლედიან უჭირს იმის პროგნოზირება, მმართველ გუნდში შეძლებენ თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას, იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც, მისი თქმით, „ქართული ოცნება“  ბოლო პერიოდში გამოაშკარავდა.

„ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატის სერიოზული დეფიციტი აქვს იმიტომ, რომ ის რეალური კანდიდატები, რომლებიც საზოგადოებას მეტ-ნაკლებად წარმოედგინა, იყო ეს პრემიერმინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი თუ ასე შემდეგ, კატეგორიულად წინააღმდეგ წავიდნენ ისინი და კატეგორიულად უარყვეს ეს შესაძლებლობა. ასეთი უარის შემდეგ ცოტა რთულად წარმოსადგენია მათი ისევ ამ პოზიციაზე ხილვა. დანარჩენ მდგომარეობაში ჩვენ ვხედავთ, რომ სერიოზული საკადრო კრიზისია. პარტიას გამოკვეთილი ლიდერი, რომელიც ამ შემთხვევაში რეალურად აიღებს 50%-ზე მეტს, „ქართულ ოცნებაში“ არ ჩანს,“ – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

ახვლედიანის შეფასებით, ოპოზიციურ პარტიებში ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე შეჯერება საკმაოდ რთულია. მისივე თქმით, წელს ამ საკითხზე გაცილებით მეტი ზრუნვა, კომუნიკაცია და კონსულტაცია მიმდინარეობს.

„ყველა პოლიტიკურ პარტიასთან მიმართებაში ყველაზე რეალური პერსპექტიული კანდიდატი, ყველანაირი პოლიტიკური კონტექსტით აღჭურვილი კანდიდატი, საგარეოც, საშინაოც, გამოცდილებითაც, ბექგრაუნდითაც – ყველა იმ პროცესით, რომელიც უნდა ჰქონდეს რეალურად პრეზიდენტს, რომელიც ქვეყანაში ძალიან სერიოზული პროცესების წარმმართველი უნდა გახდეს უახლოესი წლების განმავლობაში არის ნინო ბურჯანაძე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბურჯანაძეზე უკეთესი ამ შემთხვევაში ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არ არის. ამიტომაც „დემოკრატიული მოძრაობა“ ამ პროცესებში ჩვენს კოლეგებს ვთავაზობთ ნინო ბურჯანაძის კანდიდატურს,“ – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.