LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დენი კიდევ 30%-ით გაგიძვირდებათ” – მიხეილ სააკაშვილი დანაშაულებრივ სქემაზე ყვება

43

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მიმდინარე თაღლითურ პროცესებზე ყვება. მისი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი დეპუტატი შოთა შალელაშვილის და თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით, საერთაშორისო ფულის გათეთრების სქემაში მონაწილეობს.

“ჩამოიყვანეს ეს შალელაშვილი, მისცეს დეპუტატის მანდატი, ააშენა ბიტკოინების ქარხანა, რომელსაც დენი პრაქტიკულად უფასოდ მიეწოდება. ეს ქარხანა მოიხმარს თქვენ კუთვნილ დენს, მას სჭირდება დაახლოებით იმდენივე, რამდენიც თბილისის მოსახლეობას ერთიანად. ეს კაცი ათეთრებს მოპარულ ფულს, საქართველოს ტერიტორიაზე.

ამ ქარხნით პირადად ივანიშვილმა 200 მლნ დოლარი გააკეთა. მე თქვენ გეტყვით, როგორ აისახება ეს ხალხზე.

დენი ხომ გაგიძვირდათ? რატომ გაგიძვირდათ? იმიტომ რომ ბიტკოინების ფაბრიკამ წაიღო თქვენი დენი. ასე რომ, როდესაც დენის გადასახადს იხდით, შეუთვალეთ მოკითხვა ბორია ივანიშვილს.

ახლა აშენებენ მეორე ქარხანას, ეს ნიშნავს, რომ დენი კიდევ გაგიძვირდებათ 30%-ით და ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ამ კაცმა გააკეთოს ფული”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში.

სააკაშვილი ასევე ვარაუდობს, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში ფორმალურად დაბრუნება ნიშნავს, იმას რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას.

“მას მიაჩნია, რომ ეს თანამდებობა დაიცავს მას საერთაშორისო გამოძიებისგან, რომელიც მასზე დაწყებულია საფრანგეთში”, – განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის ელჩმა აღნიშნული ინფორმაცია ივანიშვილის შესახებ არ დაადასტურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები