LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეოკუპაცია ნომერ პირველი ამოცანაა ხელისუფლებისთვის – პრემიერი

74

ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ის, რომ შევინარჩუნოთ ქვეყანაში სტაბილურობა იმ პრაგმატული და თანმიმდევრული პოლიტიკით, რომელსაც ვახორციელებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია ”ქართული ოცნების” რუსთავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის გამთლიანება იყო და რჩება ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად და ქვეყნის დეოკუპაცია, რა თქმა უნდა, არის ნომერ პირველი ამოცანა ხელისუფლებისთვის.

”სწორედ ამიტომ, ჩვენი საგრეო და შიდა პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ ერთი მხრივ, სტაბილურობით და მეორე მხრივ, თანიმდევრული საგარეო პოლიტიკით მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება შეუქცევადი გახდეს და ჩვენ მივაღწიოთ აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების განვითარების დონეს. ამისთთვის ჩვენ გვჭირდება სტაბილური განვითარების კიდევ არაერთი წელი და რა თქმა უნდა, ჩვენ თანმიმდევრულად, თქვენთან ერთად, ამ ამოცანას შევასრულებთ”, – აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები