LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეპუტატ ნოზაძეს უნდა, რომ მრავალშვილიან დედებს ქართვლის დედის სტატუსი მიანიჭონ

49

უმრავლესობის დეპუტატი, ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე მრავალშვილიანი დედებისთვის ,,ქართვლის დედის” სტატუსის მინიჭებას ითხოვს. საუბარია იმ დედებზე, რომლებიც შვილებს ქართული ცნობიერებით აღზრდიან და მისი არც ერთი შვილი არ იქნება ნასამართლევი. დეპუტატის მოსაზრებით, ქართვლის დედის სტატუსი შეიძლება ოთხი შვილის დედას მიენიჭოს.

,,ქართვლის დედის სტატუსი უნდა მიენიჭოს იმ ქალბატონს, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა, რომელიც ქართული ცნობიერებით გაზრდის შვილებს, რომლებიც არ იქნებიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში ნამყოფი. ეს განსაკუთრებული დამსახურებაა ქვეყნის წინაშე და ამგვარ დედებს უნდა მიეცეთ ეს მაღალი სტატუსი “- განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები