LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეპუტატების ცნობით, მთავრობის ახალ შემადგენლობაში შესაძლოა საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქები მოხვდნენ

37

მთავრობის ახალ შემადგენლობაში შესაძლოა უცხო ქვეყნებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები აღმოჩდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას მმართველ გუნდში ადასტურებენ. დეპუტატები ამბობენ, რომ მამუკა ბახტაძეს კონსულტაციები ჰქონდა საზღვარგარეთ მცხოვრებ წარმატებულ პირებთან, თუმცა ვინ არიან ისინი, ვისთანაც პრემიერი მოლაპარაკებებს აწარმოებს, ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ.

„რა შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი ახალი მინისტრთა კაბინეტი, ამას უკვე საზოგადოებას გავაცნობთ მას შემდეგ, რაც მთავრობის რესტრუქტურიზაციაზე საკანონმდებლო  ცვლილებებს დავამტკიცებთ,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ  ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება ძალიან ბევრი გამოცდილი კადრი.

რაც შეეხება თეა წულუკიანს, გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ მასთან მიმართებაში კითხვები არ არსებობს, ამიტომ ის მთავრობის შემადგენლობაში უნდა დარჩეს. მისი თქმით, იუსტიციის მინისტრის გადადგომის საკითხი რევანშისტურად განწყობილი ოპოზიციის დღის წესრიგია და  არა მმართველი გუნდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები