LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეპუტატებმა მეუღლეები თავდაცვის სამინისტროში დაასაქმეს – უწყებას ნეპოტიზმში ადანაშაულებენ

412

,,მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი თავდაცვის სამინისტროში ნეპოტიზმის ნიშნებზე საუბრობს.

ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ძალოვან უწყებაში ქართული ოცნების დეპუტატების ოჯახის წევრებს ასაქმებენ.

პარტიის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის, მეუღლე გენერალური ინსპექციის ოპერატიულ სამმართველოში განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორად დაინიშნა.  ირმა ნადირაშვილის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროში დასაქმდა თამარ ხულორდავას მეუღლეც.

ევროპული საქართველოს წევრს კითხვები აქვს მინისტრთან, თუ რა ნიშნით მოხდა ამ ადამიანების დასაქმება თავდაცვის სამინისტროში.

,,დღეს, მინდა წარმოგიდგინოთ ორი ფაქტი, რომელიც მოგვაწოდეს თავდაცვის სამინისტროდან. ბრძანება, რომელსაც ხელს აწერს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საუბარია იმაზე, რომ ოცნების დეპუტატის სოფიო კილაძის ქმარი ავთანდილ ხარაძე დაინიშნა გენერალურ ინსპექციაში და ასევე თამარ ხულორდავას მეუღლეც ლევან ვახტანგაძე დაინიშნა ლევან იზორიას ბრძანებით გენერალურ ინსპექციაში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ეს დანიშვნები განხორციელდა თებერვლის თვეში როდესაც მაშტაბური შემცირებები იყო თავდაცვის სამინისტროში და ბევრი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა“, – განაცხადა ნადირაშვილმა ბრიფინგზე.

თავდაცვის სამინისტროგავრცელებულ ინფორმაციას, ადასტურებს. უწყების ცნობით, ქართული ოცნების დეპუტატების, თამარ ხულორდავასა და სოფო კილაძის, მეუღლეები გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორებად დროებით დაინიშნენ.

უწყებაში განმარტავენ, რომ ისინი კვალიფიკაციის გამო არიან დასაქმებულები.