LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Deutsche Welle აჭარაში კიდევ ერთ გადაცემას იღებს

90

Deutsche Welle აჭარის შესახებ კიდევ ერთ გადაცემას ამზადებს. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. საერთაშორისო მედიის ჟურნალისტები აჭარას სამოგზაურო ტელეგიდის „Meet a local-ის” გადასაღებად სტუმრობს. გადამღები ჯგუფის ობიექტივში მოხვდა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ქართული სამზარეულო და ქედის ღვინის მარნები.  ბათუმის შესახებ მომზადებულ ტელეჟურნალს Deutsche Welle-ს მილიონობით მაყურებელი ოქტომბრის ბოლოს ნახავს.

აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია Deutsche Welle-ს ეთერით მიმდინარე წელს დაიწყო. რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლები ტელეკომპანიის ეთერით ზაფხულსა და შემოდგომაზე გადაიცემოდა. ზაფხულშივე მომზადდა პირველი ტელეჟურნალი ბათუმში მოგზაურობის შესახებ.

 Deutsche Welle-ს გარდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ტელეკომპანიებთან, როგორებიცაა BBC, Euronews და CNN. 2019 წლისთვის კი რეგიონის პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზარზე კიდევ უფრო აქტიურად იგეგმება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები