LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდ ბექჰემი აშშ-ში ოჯახის გარეშე გადასვლას გეგმავს

87

დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ოჯახური პრობლემების არსებობას კატეგორიულად უარყოფენ, თუმცა მათ შორის უთანხმოება სულ უფრო ცხადი ხდება. რამდენიმე დღის წინ ოჯახთან დაახლოებულმა წყაროებმა განაცხადეს, რომ დევიდ ბექჰემმა მტკიცედ გადაწყვიტა მაიამიში საფეხბურთო კლუბი დააარსოს და მისი მენეჯერი თავად იყოს. ამასთან, ვიქტორია შვილებთან ერთად ლონდონში დარჩენას გეგმავს და ქმართან ერთად აშშ-ში გამგზავრებაზე უარს აცხადებს.

ვიქტორია მიიჩნევს, რომ აშშ-ში დევიდი რომელიმე სასტუმროში გაჩერდება და როგორც ყოველთვის, მალე დაბრუნდება ოჯახში, ლონდონში. თუმცა, ყოფილი ფეხბურთელი ამბობს, რომ გეგმავს ფლორიდაში სახლი იყიდოს, რადგან მუდმივი საცხოვრებელი აშშ-ში მისი ბიზნესის წარმატების პირობაა.

„ვიკი ნერვიულობს, რომ დევიდი ახალ სახლში ხმაურიან წვეულებებს მოაწყობს და ლამაზ გოგონებს დაპატიჟებს. ეს დიზაინერს ძალიან აბრაზებს და მათი ურთიერთობა კიდევ უფრო იძაბება,“ – განუცხადა ჟურნალ OK!-ს ბექჰემებთან დაახლოებულმა პირმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები