LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდ ბექჰემი “ავად ხდება”, როდესაც შვილებთან ერთად არ არის

35

40 წლის დევიდ ბექჰემი GQ-ს ახალი ნომრის გარეკანის სტუმარია. ყოფილმა ფეხბურთელმა ჟურნალისთვის იპოზიორა და ინტერვიუც მისცა. დევიდმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ძალიან ბედნიერი მამაა.

ყოფილმა ფეხბურთელის თქმით, ცდილობს, განრიგი ისე შეადგინოს, რომ სახლიდან დიდი ხნით წასვლა არ მოუხდეს.

„როდესაც ბავშვებთან ერთად არ ვარ, ავად ვხდები,“ – აღნიშნა ბექჰემმა.

დევიდის თქმით, ძალიან მოწონს სახლში, შვილებთან ერთად ყოფნა, მათთან ერთად საბავშვო მულტფილმებისა და სერიალების ყურება.

„ფეხბურთი სულ მენატრება. ხშირად მგონია, რომ კიდევ შევძლებ დავუბრუნდე მოედანს და ვითამაშო. აშშ-ში რომ ვცხოვრობდე, შესაძლოა, კარიერა კიდევ ერთი წლით გამეგრძელბინა, მაგრამ ლონდონში ვცხოვრობთ, ბავშვები აქ ბედნიერები აროან,“ – აღნიშნა ფეხბურთის ვარსკვლავმა.

20160317-david0

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები