LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდ ბექჰემის ახალ რეკლამას კრიტიკა მოჰყვა

54

უკვე დიდი ხანია, რაც დევიდ ბექჰემმა სპორტული კარიერა მიატოვა და აქტიურად მონაწილეობს ამა თუ იმ ცნობილი ბრენდების კამპანიებში.

Calvin Klein-ისა და H&M-ის შემდეგ, ყოფილი სპორტსმენი გერმანული საათების ბრენდ Tudor-ის რეკლამაში გადაიღეს.

ქსელში პირველი კადრები რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. ელეგანტურ პიჯაკში გამოწყობილი დევიდ ბექჰემს მაჯაზე ელიტური საათი უკეთია.

ფოტოს არაერთგვაროვანი კომენტარები მოჰყვა – ბევრი თვლის, რომ დევიდმა წონაში მკვეთრად დაიკლო და დაბერდა, თავის ასაკთან შედარებით უფროსად გამოიყურება და სექსუალობაც დაკარგა.

თქვენ როგორ გგონიათ? გაგვიზიარეთ აზრი კომენტარებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები