LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდ ბექჰემმა ცოლს დაბადების დღე ძალიან ემოციური პოსტით მიულოცა

225

ვიქტორია ბექჰემმა 42 წლის იუბილე აღნიშნა. დიზაინერს ასეულობით ათასმა თაყვანისმცემელმა, უამრავმა კოლეგამ და მეგობარმა მიულოცა, თუმცა ყველაზე ემოციური მილოცვა მან ქმრისგან, დევიდ ბექჰემისგან მიიღო.

სპორტსმენმა „ინსტაგრამზე“ რომანტიკული ფოტოები გამოაქვეყნა, შემდეგი ტექსტით :

„ვულოცავ დაბადების დღეს ამ ლამაზ და ვნებიან ქალს. მინდა, რომ ეს დღე შენთვის განუმეორებელი იყოს და ნება მოგვეცი, გაგანებივროთ, რადგან იმსახურებ, რომ ქმარმა და ჩვენმა არაჩვეულებრივმა შვილებმა მუდმივად გაგანებივრონ. 42 წლის ასაკში მიაღწიე ძალიან დიდ წარმატებას, მაგრამ მგონია, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

გილოცავთ დაბადების დღეს, ჩვენ ძალიან გვიყვარხარ!“

Capture

12677220_510511005824316_762354793_n

12530642_551920978322385_1152096063_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები