LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ერთმანეთს შორდებიან

30

დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ოჯახური ცხოვრება, როგორც ჩანს, დასასრულს უახლოვდება. ტაბლოიდები წერენ, რომ ისინი დიდი ხანია ცალცალკე ცხოვრობენ და გაყრისთვის ემზადებიან. ეს ყველაფერი კი კონკრეტული და ობიიექტური მიზეზების შედეგია – დევიდმა გადაწყვიტა სპორტულ მენეჯმენტს მიხედოს და გეგმავს დააარსოს საფეხბურთო კლუბი, ის აშშ-ში მუშაობს; ვიქტორია კი ბავშებთან ერთად ლონდინში დარჩა. ოჯახი ხშირად იკრიბება ხოლმე, თუმცა მანძილი ცოლ-ქმარს შორის უარყოფით როლს მაინც თამაშობს.

ვიქტორია ქმარზე ძალიან ეჭვიანობს, დევიდი ხშირად ესწრება სხვადასხვა წვეულებას, აქვს ურთიერთობა არაერთ ლამაზ ქალთან.

წყვილის მიერ აწყობილი ბიზნეს-იმპერია დღეის მონაცემებით მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ასეთი ქონების გაყოფა 17 წლიანი ქორწინების შემდეგ არც ისე მარტივი იქნება. წყვილთან დაახლოებული პირი ამბობს, რომ ბექჰემები ცდილობდნენ, საქმიანი ურთიერთობა მაინც შეენარჩუნებინათ, რაც გამოსდიოდათ კიდეც, თუმცა მათი ოჯახური თანაცხოვრება დასასრულს უახლოვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები