LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდ კემერონმა ბორბლებიანი ქოხი იყიდა

41

დევიდ კემერონმა ბორბლებიანი ქოხი იყიდა, სადაც მემუარებს დაწერს. ქოხში ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა 25 000 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა.

პოლიტიკოსმა ქოხი საკუთარი სახლის ეზოში დადგა, ის ხელით არის აწყობილი და მასში შეშის ღუმელი და დივან-საწოლია განთავსებული.

კემერონი აღნიშნავს, რომ დამათბობელად ცხვრის ბეწვია გამოყენებული და დიზაინერული გაფორმებით მისი მეუღლე, სამანტაა დაკავებული. ქოხის შეძენისას კემერონის ოჯახში მისი გამოყენებისთვის სხვადასხვა ვერსია წარმოიქმნა, პოლიტიკოსის შვილებს მისი სათამაშო სახლად გადაქცევა სურდათ.

იმის შესახებ, რომ მემუარების დაწერა სურდა 2016 წლის ოქტომბერში განაცხადა და მასში გეგმავს ის გადაწყვეტილებები ახსნას, რასაც ქვეყნის მმართველობაში ყოფნისას იღებდა.

კემერონი დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის პოსტს 2010-2016 წლებში იკავებდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები