LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდ სატერი: “ჩემი მეილები გააყალბეს”

56

ჟურნალისტმა და რუსეთის ექსპერტმა, დევიდ სატერმა ”ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან კრემლის მიერ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, მისი მეილები გააყალბეს და თქვეს, რომ კავშირი ჰქონდა რუს ოპოზიციონერებთან და რუსეთში უკრაინის მსგავსი რევოლუციის მოწყობას გეგმავდა.
”ტორონტოს უნივერსიტეტში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ „მოქალაქეების ლაბორატორია“ გამოძიება ჩაატარა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ კრემლის ამ ოპერაციის შედეგად ასობით ადამიანის ინფორმაცია იქნა მოპარული.  ჩემგან მოპარული ინფორმაცია რუსეთის შიგნით პროპაგანდისთვის გამოიყენეს”, – განაცხადა სატერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები