LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდსა და ვიქტორიას დაშორება ზედმეტი ყურადღების მიპყრობის გარეშე სურთ

46

ერთ-ერთი ყველაზე მყარი ოჯახი დანგრევის პირასაა, ვიქტორიასა და დევიდ ბექჰემს ურთიერთობაში კრიზისული პერიოდი აქვთ. გუშინ ცნობილი გახდა, რომ დიზაინერმა შეწყვიტა დევიდთან დიდხნიანი პარტნიორობა, ამასთან, არ გამორიცხავენ, რომ თექვსმეტწლიან ქორწინებასაც წერტილს დაუსვამენ.

„ახლა დევიდისა და ვიქტორიას დაძაბულ ურთიერთობაზე ბევრი ჭორაობს, თუმცა მათთან დაახლოებულმა ყველა ადამიანმა იცის, რომ წყვილი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ცხოვრობს,“ – განაცხადა წყარომ.
სანამ ვიქტორია საკუთარი სამოსის დემონსტრირებას ახლა სეულში ახდებს, მისი ქმარი გეგმავს, მაიამიში ფეხბურთის გუნდის მწვრთნელი გახდეს.

„მათი არაჩვეულებრივი ურთიერთობა შორს, წარსულში დარჩა, როდესაც ვიკი ჯერ კიდევ Spice Girls-ში მღეროდა. ახლა წყვილს ძალიან მშვიდი ცხოვრების სტილი აქვს, ელოდებიან, როდის მინელდება მათ შესახებ ინტერესი და შემდეგ, მშვიდად განაცხადებენ ოჯახის დაშლის შესახებ. ზედმეტი ყურადღება და დრამა ბექჰემებს არ სჭირდებათ,“ – ამბობს წყვილთან დაახლოებული წყარო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები