LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევნილებს, ხმის მისაცემად, დევნილის მოწმობა აღარ დასჭირდებათ – ცესკო

83

საარჩევნო კომისია დევნილებს არჩევნებში ხმის მისაცემად, სტატუსის დამადასტურებელი, ე.წ. დევნილის მოწმობის წარდგენა საარჩევნო უბანზე აღარ დასჭირდებათ.

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის , გიორგი შარაბიძის, განცხადებით, დევნილი პირები საარჩევნო პროცესში მონაწილეობას ჩვეულებრივ, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის წარდგენის შემთხვევაში მიიღებენ.

„კანონში ცვლილება ივნისში შევიდა ძალაში, რომლის თანახმადაც, ყველა დევნილი ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენი მოქალაქე, თუკი არის ამომრჩეველთა სიაში, მას არ დასჭირდება დამატებით დევნილის მოწმობის წარდგენა,” – განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები