LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევნილებს საერთო სარგებლობის ფართები დაუკანონდებათ

76

დევნილებს, რომელთაც საცხოვერებელი ფართები საკუთრებაში გადაეცათ, საერთო სარგებლობის ფართებიც დაუკანონდებათ.

ამის შესახებ დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, უწყება ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მუშაობს.

„იმ დევნილებისთვის, რომელთაც დაუკანონდათ საცხორებელი ფართები და რომლებმაც შექმნეს ამხანაგობები, მათ გადაეცემათ ასევე საკუთრებაში საერთო სარგებლობის ფართები, როგორიც არის სხვენები, სარდაფები, დერეფნები, ეზოები და ა.შ. ამაზე უზარმაზარი ერთობლივი მუშაობაა ჩატარებული. მიმდინარეობს აზომვებიც. სამუშაოები დღესაც გრძელდება 700-ზე მეტ საერთო ობიექტზე და ეს დაახლოებით 23 ათას ოჯახს შეეხება“ – განაცხადა სუბარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები