LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევნის ფუნქციის გარეშე დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს ეფექტური ბერკეტები არ ექნება – საია

93

საია-ს შეფასებით, დევნის ფუნქციის გარეშე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ხელში ეფექტური ბერკეტები არ იქნება.

როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საპარლამენტო მდივანმა სოფო ჭარელმა განაცხადა, ასევე, ძალიან უცნაურია ის გარემოება, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ეძლევა უფლებამოსილება, შეითავსოს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმისთვის მოაზრებული უფლებამოსილებები, რამდენადაც ამგვარი პრაქტიკა საერთაშორისო დონეზე არ არსებობს.

„ეს ნამდვილად არის უცნაური და ერთგვარი სიურპრიზიც. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ გამოძიების უფლებამოსილება ენიჭება დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს, რაც ნიშნავს იმას, რომ მას არ ექნება დევნის ფუნქცია. საპროკურორო ზედამხედველობა იმდენად მკაცრია გამოძიების მიმართ, რომ თუ არ მიენიჭება დევნის ფუნქცია, ძალიან გართულდება ამ ტიპის დანაშაულების გამოძიება და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ხელში არ იქნება ეფექტური ბერკეტები, რათა სურვილის შემთხვევაში სრულყოფილად გამოიძიოს ყველა ის ქვემდებარე საქმე, რომელიც მის კომპეტენციას მიეკუთვნება“, – განაცხადა ჭარელმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული სამსახური შეითავსებს, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ფუნქციებს, ასევე, გამოიძიებს სამართალდამცველთა მიერ შესაძლო ჩადენილ დანაშაულებებს.

ვრცლად, არასამთავრობო სექტორის პოზიციის შესახებ შეგიძლიათ შეიტყოთ აქ. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები