LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევნოზაშვილი ფოტოგრაფებს გათავისუფლების მერეც აშანტაჟებდა- პროკურორი

75

კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დავით დევნოზაშვილმა ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძეზე ზეწოლა და მუქარა, ფოტოგრაფების გათავისუფლების შემდეგაც განახორციელა, ამის შესახებ პროკურორმა ემზარ გაგნიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2011 წელს, როდესაც ფოტოგრაფები გათავისუფლდნენ,  დევნოზაშვილმა მათ ტელეფონები გადასცა, რომ მუდმივად ეკონტროლებინა.

“გარკვეული პერიოდის შემდეგ ირაკლი გედენიძემ ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ ჟურნალისტს და ზოგადად მისი საქმის ირგვლილ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. ამის შემდეგ დევნოზაშვილმა დაურეკა გედენიძეს და უთხრა, რომ თუ ინტერვიუ სადმე გავიდოდა, რაც მოუვიდოდა მომავალში თავის თავისთვის დაებრალებინა. ამ მუქარამ გედენიძეზე იმოქმედა და მისი თხოვნის შემდეგ ინტერვიუ არ გამხდარა საჯარო”, – განაცხადა პროკურორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები