LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეზერტირების ბაზარში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო]

139

შსს-ს ინფორმაციით, დეზერტირების ბაზარში მომხდარი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.  ამ წუთებში სამუშაოები კვლავ გრძელდება, რათა კვლავ არ მოხდეს აალება.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, ადგილზე  10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 50 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. მათივე ინფორმაციით, ხანძარი ბაზრის საწყობის ტერიტორიაზე გაჩნდა.

ხანძრის გაჩენის მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები