LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარია – სავარაუდოდ, ბაზრობის საწყობები იწვის

97

დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მათი ინფორმაციით, ბაზრის ტერიტორიაზე არსებული საწყობები იწვის.

ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.

ადგილზე გასულია 8 ცისტერნა და 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.