LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან აშშ ჩრდილოეთ კორეას ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აცხადებს – დონალდ ტრამპი

91

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში ჩრდილოეთ კორეის შეყვანის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა.

დღეიდან აშშ ჩრდილოეთ კორეას ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აცხადებს. ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო, – განაცხადა ამერიკის ლიდერმა.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ ფხენიანს სანქციებს ცალმხრივად გაუმკაცრებს. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ჩრდილოეთ კორეა არა მხოლოდ ემუქრება მსოფლიოს ბირთული განადგურებით, არამედ არაერთხელ დაუჭირა მხარი საერთაშორისო ტერორიზმს, მათ შორის უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე.

დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეას მოუწოდა, შეწყვიტოს საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები