LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან გაზზე გაძვირებული ტარიფი მოქმედებს

118

„სემეკის“ გადაწყვეტილება ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით დღეიდან ამოქმედდა.  ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი, საშუალოდ, ნახევარი თეთრით გაიზარდა.

გადაწყვეტილება „სემეკმა“ „ყაზტრანსგაზის“, „სოკარ გაზ ჯორჯიასა“ და „საქორ-გაზის“ მოთხოვნის საპასუხოდ მიიღო.

რეგიონებში 41 სხვადასხვა ტარიფი მოქმედებს და სხვადასხვა რაიონში ბუნებრივ აირზეც ფასი განსხვავებული იქნება.

„ყაზტრანსგაზ თბილისის“ შემთხვევაში, ტარიფი შეადგენს 46.153 თეთრს კუბურ მეტრზე. „საქორ-გაზის“ შემთხვევაში, ეს არის 57.11 თეთრი, ხოლო, „სოკარ გაზ ჯორჯიას“ შემთხვევაში 56.940 თეთრი იქნება.

ახალი ტარიფები დღეიდან 2018 წლის ბოლომდე იმოქმედებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები