LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან ”ისი-პარი” ფასდაკლების აქციას იწყებს – კომპანია იუბილეს აღნიშნავს

681

პარფიუმერული კომპანია ”ისი-პარი” ქართულ ბაზარზე საქმიანობის 23 წლის იუბილეს აღნიშნავს. კომპანია 29 მარტს, სწორედ 23 წლის ხდება და ამ დღესთან დაკავშირებით, მომხმარებელს განსაკუთრებულ სიახლეებს სთავაზობს.

კომპანიის მიერ განვლილ 23 წელზე ”ფორტუნა” ”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ხატია შამუგიას ესაუბრა.

”ალბათ, 23 წელი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია ქართულ ბიზნესსივრცეში, მითუმეტეს პარფიუმერული მიმართულებით. ყველაფერი კი დაიწყო 1995 წლის 29 მარტს ერთი პატარა მაღაზიით, რომელიც რუსთაველის გამზირზე მდებარეობდა. მოგეხსენებათ, როგორი მძიმე და ბნელი იყო 90-იანი  წლები ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ, კომპანიის მესვეურებმა გადაწყვიტეს, რაიმე ნათელი შეეთავაზებინათ ქალბატონებისთვის. სწორედ ასე გაჩნდა იდეა ”ისი-პარის” დაარსების. მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ევროპა პირველად ჩვენით შემოიჭრა საქართველოში, ჯერ კიდევ 90-იან წლებში. მას შემდეგ გავიდა 23 წელი. დღეს ”ისი-პარის” ქსელში 21 მაღაზიაა გაერთიანებული. ჩვენ წარმოდგენილები ვართ არამარტო დედაქალაქაში, არამედ რეგიონებშიც, კერძოდ: ქუთაისში, ბათუმში, ფოთსა და რუსთავში. ვფიქრობთ, ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას და მიმდინარე წელს ფილიალების გახსნას თელავსა და ზუგდიდში. გარდა ამისა, სიახლეები გვექნება ახალი პროდუქციისა და ბრენდების თვალსაზრისითაც. ამ დროისთვის 140-ზე მეტი დასახელების ბრენდს წარმოვადგენთ საქართველოში და  ამ კუთხით, ისევ და ისევ პირველები ვართ ქართულ პარფიუმერულ ბაზარზე. ამ ბრენდების რიცხვი სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება. დღევანდელ მსოფლიოში პარფიუმერულ ბაზარზე კონკურენცია უკვე ძალიან დიდია, ამიტომ, ბრენდები მუდმივად ცდილობენ, რაიმე სიახლე წარმოუდგინონ საკუთარ მომხმარებელს. შესაბამისად, სიახლეები მუდმივად გვაქვს ჩვენც”, – აღნიშნა შამუგიამ.

მისივე თქმით, იუბილესთან დაკავშირებით, ერთი კვირის განმავლობაში ”ისი-პარიში” თითქმის ყველა დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების აქცია გავრცელდება.

”გვაქვს დაბადების დღის კვირეული, რომელიც დღეს ანუ 23 მარტს დავიწყეთ, იმიტომ რომ 23 წლის ვხდებით და 29-ამდე გრძელდება, იმიტომ რომ 29 მარტს დავიბადეთ”, – განმარტა ”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

მისივე ინფორმაციით, სწორედ 23 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით, ”ისი-პარი” მომხმარებელს სთავაზობს 23%-40%-იან ფასდაკლებას თითქმის ყველა პროდუქტზე, ხოლო 29 მარტს მათ ელით საჩუქრები შენაძენის მიხედვით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები