LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან მეწარმეები ბიზნესომბუდსმენთან დაკავშირებას ახალი ელექტრონული პორტალით შეძლებენ

50

დღეიდან მეწარმეებს ბიზნესომბუდსმენთან დაკავშირებაში ახალი ელექტრონული პორტალი დაეხმარება. საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ ლევან კალანდაძემ კერძო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესომბუდსმენის პორტალის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

ახალი ვებ პორტალი – portal.businessombudsman.ge – მეწარმეებს მათ წინაშე მდგარი საკითხების გადაწყვეტაში დაეხმარება, რაც ინვესტიციების და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

პორტალის მეშვეობით მეწარმეები შეძლებენ ელექტრონული ფორმით დაუკავშირდნენ ბიზნესომბუდსმენს, მათ შორის სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. პორტალი მსოფლიო ბანკის ჯგუფის საერთაშორისო საფინანსო კოპორაციის (IFC) საკონსულტაციო პროექტის მხარდაჭერით შეიქმნა. პროექტს შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნო (SECO) აფინანსებს.

პორტალის პრეზენტაზიის ღონისძიებას ესწრებოდნენ IFC-ის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენი, საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების, სავაჭრო-სამრეწვლო პალატების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები.

ბიზნესომბუდსმენის პორტალი კიდევ უფრო გაუმარტივებს მეწარმეებს მოიტანონ ჩვენამდე პრობლემა, ხოლო ჩვენ დაგვეხმარება ვიყოთ კიდევ მეტად ეფექტურები მათთან კომუნიკაციაში. მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობების ელექტრონული ფორმატის მეშვეობით შევძლებთ ვაწარმოოთ ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის ზუსტი სტატისტიკა და ჩვენი მუშაობის შედეგები გახდება მეტად გაზომვადი. ახალი პორტალი ასევე გვაძლევს საშუალებას გავაკეთოთ ზუსტი ანალიზი ჩვენი საქმიანობის შედეგად რა რაოდენობის ინვესტიცია და სამუშაო ადგილები შენარჩუნდა ქვეყანაში. მინდა ამ შესაძლებლობისათვის მადლობა გადავუხადო IFC-ს“,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

სამხრეთ კავკასიაში IFC-ის რეგიონული მენეჯერის ვან ბილსენის განცხადებით კი, კერძო კომპანიებში ინვესტირებისა და საკონსულტაციო მომსახურებასთან ერთად, წლების მანძილზე მუშაობენ საქართველოს მთავრობასთან, რათა ბიზნეს რეგულაციები უფრო ეფექტიანი და ინვესტორთა ინტერესებზე მორგებული იყოს.

„ამ თანამშრომლობის მნიშვნელოვან შედეგს წარმოადგენს ჩვენი მხარდაჭერით შექმნილი ბიზნესომბუდსმენის პორტალის ამოქმედება. ვიმედოვნებთ, რომ ბევრ სხვა რეგულაციასთან ერთად, ეს პორტალი ხელს შეუწყობს საქართველოში ბიზნესის წარმოების კიდევ უფრო გაადვილებას”, – განაცხადა იან ვან ბილსენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები