LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან პუშკინის სკვერი არის ივანიშვილის გარაჟი და ბოტანიკური ბაღი – მისი პირადი ბოსტანი – ზაალ უდუმაშვილი

91

დღეიდან პუკშინის სკვერი არის ბიძინა ივანიშვვილის გარაჟი და ბოტანიკური ბაღი ივანიშვილის პირადი ბოსტანი ,  ეს გააკეთა თბილისის საკრებულოს „ქართულმა ოცნებამ“- ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა  პუშკინის სკვერში გამართულ აქციაზე  განაცხადა.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, დღევანდელ  აქციაზე ათამდე ადამიანი დააკავეს , მათ შორის მაჟორიტარობის კანდიდატები.  მისი თქმით, სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკურ ანგარიშწორებას ჰქონდა  ადგილი.

როგორც უდუმაშვილი აცხადებს, ამ დრომდე არ იციან სად იმყოფებიან მათი თანამებძოლები  და იმის დადგენაც  თუ  რა მდგომარობაში არიან ისინი სახალხო დამცველის აპარატსაც უჭირს.

„კოტე იოსელიანთან შეხვედრას სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც  ითხოვენ და არც ეუბნებიან  სად არის, რომ უბრალოდ შევიდნენ და ნახონ მისი მდგომარეობა. ჩემი თვალით ვნახე ფიზიკურად გაუსწორდნენ,  ვნახე როგორი ცემით შეათრიეს რამდენიმე ჩვენი თანამერძოლი საკრებულოში, რომელიც დღეს ჩვეულებრივ პოლიციის იზოლატორი  იყო. არავის ეგონოს, რომ საკრებულოს ამ გადაწყვტილებით ბრძოლა დასრულდა . შედეგს აუცილებლად მივაღწევთ და ეს ტერიტორია, ისევე, როგორც თაბორის მთა თბილისს დარჩება“- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა

თბილისის მერობის კანდიდატმა შაბათს, 14:00 საათზე, რუსთაველის მეტროსთან ფართომასშტაბიანი აქცია დაანონსა.

პოპულალურები