LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს, 18:00 საათზე მიხეილ სააკაშვილი ჩერნივციში ცენტრალურ მოედანზე იქნება

52

„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, დღეს ლვოვიდან ჩერნივციში გაემგზავრება. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანმა, დარია ჩიჟმა, განუცხადა.

დღეს, 18:00 საათზე მიხეილ სააკაშვილი ჩერნივციში ცენტრალურ მოედანზე იქნება,“ – განაცხადა ჩიჟმა.

პარტიის პრესმდივნის, მარიანა პოშტარისმ განცხადებით, სააკაშვილი ჩერნივციში გამგზავრებამდე ლვოვში გამომცემლების ფორუმზე დასწრებას გეგმავდა.

უკრაინის შს სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, არტიომ შევჩენკოს, თქმით, სააკაშვილის გადაადგილებასთან დაკავშირებით სამართალდამცველები დამატებით ზომებს არ მიიღებენ.

ჩვენ არ ვაპირებთ ამ პირის თითოეულ ნაბიჯზე კომენტარის გაკეთებას. უბრალოდ, უზრუნველვყოფთ საზოგადოებრივ წესრიგს, როგორც ეს ყველა მასობრივ შეკრებებზე ხდება,“ – დასძინა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები