LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს „აგარის შაქრის“ პრობლემებზე იმსჯელებენ

77

დღეს “აგარის შაქრის“ ქარხანასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სამსჯელოდ შეხვედრა გაიმართება. “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ინფორმაციით, დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული არიან „აგარის შაქრის“ კომპანიის ყოფილი თანამშრომლები, „აგარის შაქრის“ კომპანიის ადმინისტრაცია, დარგობრივი პროფკავშირები და ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, ასევე, წარმომადგენლები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან.

უკვე რამდენიმე თვეა, “აგარის შაქრის“ ქარხანა კონსერვაციაზეა. ქარხნიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა მიიღეს კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია. თუმცა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ისინი ქუჩის აქციების ფორმატით აჟღერებენ გარკვეულ მოთხოვნებს, მათ შორის, ითხოვენ „აგარის ქარხნის“ ხელახლა ამუშავებას. ამასთან, “აგარის შაქრის“ კომპანია აცხადებს, რომ მათი მთავარი მიზანი ქარხნის ამუშავებაა, თუმცა, მათი თქმით, არსებობს გარკვეული სირთულეები. სწორედ არსებული სირთულეების მოსაგვარებლად და გამოსავლის მოსაძებნად, აფბა-ს ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ პროცესში ჩართო ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები და ბიზნესომბუდსმენის აპარატი“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები