LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დღეს აქ მინდოდა დამენახა იმაზე მეტი ახალგაზრდა, ვიდრე რამდენიმე დღის წინ იდგა რუსთაველზე”

39

„მე აქ წარმოვადგენ მთელ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს, მე აქ წარმოვადგენ ჩემს გენერალურ დირექტორს, მე აქ წარმოვადგენ ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ აქ ვერ მოვიდნენ, მაგრამ ისინი გამოხატავენ სოლიდარობას,“ – ეს განცხადება ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გააკეთა.

ჟურნალისტი ზაზა სარალიძის მიერ ორგანიზებულ აქციაზე იმყოფება და მან ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი მოზარდის მამას გამძლეობა უსურვა.

ჟორჟოლიანმა სანდრო გვირგვლიანის საქმე გაიხსენა და განაცხადა, რომ ის პოლიტიკოსები, რომლებიც იმ პერიოდში სიმართლის დადგენას ითხოვდნენ, დღეს ხელისუფლებაში იმყოფებიან და ჩუმად არიან.

„მე დღეს აქ მინდოდა დამენახა მეტი ახალგაზრდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ იდგა რუსთაველზე. ვიდრე არ ვისწავლით ერთმანეთის გაჭირვების გაზიარებას, ვიდრე არ დავრწუმნდებით, რომ სხვისი პრობლემა არის ჩვენი, გამორიცხულია, რომ რამე პრობლემა მოგვარდეს.

სანამ ძალა გვერჩის, სანამ შეგვიძლია, იმედი მაქვს რომ მის გვერდით ვიდგებით. სწორედ ასეთი ფაქტები ცვლის რეალობას. არაერთხელ დარწმუნდა ამ ქვეყანაში, ვინც სიმართლეს არ დაადგენს, ძალიან ცუდად დაამთავრებს. დაუმთავრებიათ და ასე მოხდება ახლაც“ – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ზაზა სარალიძის აქციის შესახებ პოსტი დაწერა ნიკა გვარამიამაც.