LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს არაბული გამოცდაა: ვარჯიში იორდანიამდე (ვიდეო)

17

საქართველოს ნაკრები დუბაიში წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრას იორდანიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩის წინა ბოლო ვარჯიში, ჩვენმა გუნდმა არაბეთის გაერთიანებული საამიროების ფეხბურთის ასოციაციის სტადიონზე ჩაატარა, რომელიც შეხვედრის მასპინძელი იქნება. ფეხბურთელებმა, რომლებიც უზბეკეთთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ, საწვრთნელი პროცესის პირველი ეტაპი აღდგენით ვარჯიშებს დაუთმეს. მოგვიანებით, შეკრებაზე მყოფი ყველა მოთამაშე სრულად დაიტვირთა. ჩვენი გუნდის ბოლო ვარჯიში დუბაიში ერთ საათს გაგრძელდა. უზბეკეთთან შეხვედრაში (2:2) ერთერთი აქტიური მოთამაშე გიორგი რეხვიაშვილი იყო, რომელსაც სანაკრებო შეკრებაზე ვარჯიშის შანსი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მიეცა.

 

“მოხარული ვარ,რომ ისევ მომეცა შანსი ნაკრებში მეთამაშა. რაც შეეხება უზბეკეთთან თამაშს, ძლიერი მეტოქე იყო. ამ გუნდმა პირველი შეხვედრა ჩაატარა, შეთამაშებულებიც კი არ ვიყავით. ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ და უკეთესადაც შეგვიძლია. ერთხელ კიდევ შევეცდებით გამოვავლინოთ ის ძალა, რაც ამ ნაკრებს შესწევს”.

“მოხარული ვარ, რომ გამომიძახეს ნაკრებში. ყველა ფეხბურთელის ოცნებაა ეროვნულ გუნდში თამაში.
შეხვედრას რაც შეეხება, თავიდან რთულად დავიწყეთ, მეორე ტაიმში გამოვასწორეთ თამაში. ვფიქრობ, შეგვეძლო მოგება. შეკრება ნაყოფიერი გამოვიდა, ფეხბურთელებმა გამოავლინეს საკუთარი თავი და ვფიქრობ, იორდანიასთან უფრო კარგად ვითამაშებთ” – განაცხადა ეროვნული ნაკრების დებიუტანტმა ლაშა შერგელაშვილმა.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: როინ კვასხვაძე („ტორპედო“, ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი („სამტრედია“, სამტრედია), ოთო გოშაძე („საბურთალო“, თბილისი)

მცველები: თორნიკე გრიგალაშვილი („ჩიხურა“, საჩხერე) დავით ხოჭოლავა („ჩერნომორეცი“, ოდესა, უკრაინა), გიორგი რეხვიაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი), ლაშა შერგელაშვილი („რიგასი“,ლატვია), უჩა ლობჟანიძე („ატირაუ“, ყაზახეთი), გიორგი ქიმაძე („ტორპედო“, ქუთაისი), ჯიმი ტაბიძე („გენტი“, ბელგია)

ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია („დინამო“, ბათუმი), გიორგი განუგრავა („ჩიხურა“, საჩხერე), ოლეგ მამასახლისი („ტორპედო“, ქუთაისი), ოთარ კიტეიშვილი („დინამო“ თბილისი), ბაჩანა არაბული („დინამო“, თბილისი), გიორგი ხარაიშვილი („საბურთალო“,თბილისი), ბექა ტუღუში („ტორპედო“, ქუთაისი), საბა ლობჟანიძე („დინამო“, თბილისი), გიორგი პაპუნაშვილი („დინამო“, თბილისი) ლაშა პარუნაშვილი („დინამო“,თბილისი)

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი („ატირაუ“, ყაზახეთი), ბუდუ ზივზივაძე („სამტრედია“, სამტრედია)

 

იორდანიისა და საქართველოს ამხანაგური მატჩი, დღეს, 25 იანვარს, 17:00 საათზე, დუბაის Theyab Awana Stadium-ზე გაიმართება. შეხვედრის ინტერნეტ-ტრანსლაციის ხილვა გულშემატკივარს სფფ-ის ვებ-გვერდზე შეეძლება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები