LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს აზერბაიჯანში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა გაიხსნება

59

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, დღეს აზერბაიჯანში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს მთავრობის მეთაური ღონისძიებაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, მიიწვია.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობას, ასევე, მიიღებენ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, ყაზახეთის პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი და უზბეკეთის პრემიერმინისტრი, აბდულა არიპოვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები