LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს „ბლექ სი არენა“ „აეროსმიტის“ კონცერტს უმასპინძლებს

221

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფი „აეროსმიტი“ უკვე საქართველოშია – ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩარტერული რეისი გუშინ, 18.45 საათზე შესრულდა. ჯგუფის წევრები სასტუმრო ,,შერატონში“ დაბინავდნენ, სადაც მათ გულშემატკივრები და ჟურნალისტები დახვნდენ.

დღეს ლეგენდარულ ჯგუფს „ბლექ სი არენა“ უმასპინძლებს. ,,აეროსმიტი“ ქართველი მსმენელის წინაშე 2017 წლის გრანდიოზული ევროტურის “Aero-Vederci Baby!” ფარგლებში წარდგება.

„Aerosmith“-ის წევრებმა მასშტაბური ევროტურის შესახებ გასული წლის 14 ნოემბერს გამოაცხადეს. ტურნეს ფარგლებში ჯგუფი ეწვევა ისრაელს, საქართველოს, რუსეთს, გერმანიას, პოლონეთს, დანიას, შვედეთს, დიდ ბრიტანეთს, ირლანდიას, საფრანგეთს, იტალიას, პორტუგალიას, ესპანეთსა და შვეიცარიას. ჯგუფი ქართველი მსმენელისთვის ბოლო დროის საუკეთესო სიმღერებთან ერთად, ძველ ჰიტებსაც შეასრულებს.

 

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ევროტურის ფარგლებში, „Aerosmith“ კონცერტებს გამართავს ისეთ მასშტაბურ ფესტივალებზე, როგორიცაა შვედეთის როკ-ფესტივალი (Sweden Rock), საფრანგეთში „ჰელფესტი“ (France’s Hellfest) და დიდ ბრიტანეთში, დონინგტონის ლეგენდარული „დაუნლოუდ ფესტივალი“ (Download Festival in Donington, UK). ბოლო ტურნე „Aerosmith”-მა სამხრეთ ამერიკაში ჩაატარა, კონცერტები გაიმართა ჩილეში, არგენტინაში, კოლუმბიაში, ბოლივიაში, ბრაზილიაში, პერუსა და მექსიკაში.

„Aerosmith“-ის კონცერტი საქართველოში პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება. Check in Georgia წელს უკვე მეორედ ტარდება და 20 მაისს დაგეგმილი კონცერტის გარდა, არაერთ საინტერესო, მათ შორის საერთაშორისო მასშტაბის მუსიკალურ, თეატრალურ თუ სპორტულ ღონისძიებას მოიცავს. Check in Georgia-ს საერთო კონცეფციის ქვეშ გაერთიანდება ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და საქართველოში დამატებით ათასობით ტურისტს მოიზიდავს. პროექტი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება და მნიშვნელოვანია, ის იქნება ასევე ადგილობრივი ბიზნესის წამახალისებელი ფაქტორი იქნება და ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების შემოსავლების ზრდას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები