LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ჩვენ გვაქვს იმაზე მეტი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე იყო დაგეგმილი – მიხეილ ჯანელიძე

42

„ოთხპუნქტიანი გეგმის შედეგია ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს იმაზე მეტი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე იყო დაგეგმილი, მათ შორის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ შეფასებული,“ – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჯანელიძის განცხადებით, ეს კარგად არის გამოხატული, ასევე, იმ სხვა ეკონომიკურ მაჩვენებლებში, რომელიც მზარდია, ასევე, ხაზგასმული და აღნიშნულია საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ.

ფორუმის გახსნით სიტყვაში EBRD-ის ვიცეპრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობის და პრემიერმინისტრის ოთხპუნქტიანი გეგმა უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ განვითარებას. ის არის ნამდვილად საამაყო და უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო დღეს მოიაზრება აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების ლიდერად ეკონომიკური ტრანსფორმაციისა და ევროპული ინტეგრაციის პროცესში, – განაცხადა ჯანელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები