LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს დაჯავშნულ ავიარეისებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებთ

45

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air დღეს, ანუ 4 ოქტომბერს დღეს დაჯავშნულ რეისებზე 20%*-იან ფასდაკლებას აცხადებს.

როგორც ”ფორტუნას” ავიაკომპანიიდან აცნობეს, ვინაიდან მგზავრობისთვის შესაბამისი დრო ყოველთვის მოიძებნება, Wizz Air მოგზაურებს აძლევს შესაძლებლობას, ავიაკომპანიის დაბალი ფასებით ისარგებლონ და დასვენების დღეები დაუვიწყარ მოგონებად აქციონ.

”თუ თქვენ ოჯახისთვის, ან საკუთარი თავისთვის განსაკუთრებული სურპრიზის მოწყობას გეგმავთ, ან, უბრალოდ, ისწრაფვით ცვლილებებისკენ და მრავალფეროვანი კულტურის, ისტორიისა თუ სამზარეულოს მქონე  განსხვავებული ქალაქების აღმოჩენა გსურთ, სწორედ ახლა არის დრო, რომ მოამზადოთ სამგზავრო ჩემოდანი და Wizz Air-ის ბორტზე ახვიდეთ. დამსახურებული დასვენების მომლოდინე მგზავრებს დაბალბიუჯეტიან მგზავრობაზე ოცნება აღარ სჭირდებათ, რადგან მათ საშუალება აქვთ, Wizz Air-ის დაბალფასიანი ბილეთები შეიძინონ www.wizzair.com-ზე 24,99 ლარიდან. გაითვალისწინეთ, რომ WIZZ-ის 2019 წლის ზაფხულის განრიგიც უკვე ხელმისაწვდომია www.wizzair.com-ზე”, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები