LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ენმ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციას გამართავს

30

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დღეს აქციას გამართავს. პარტიის ლიდერები, მხარდამჭერებთან ერთად, „გააპორტესტებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გულგრილობას უკრაინაში გატაცებული ქართველების მიმართ“.

ამ ხალხის დეპორტაციით დაირღვა მათი ყველა უფლება, რომელიც აქვთ საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით. ასევე ის უფლებები, რომელთაც მათ უკრაინის კანონმდებლობა ანიჭებთ. ამ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას მისი მოქალაქეების უფლებები, მაგრამ სამწუხაროდ რეაგირება, რომელიც ჩვენ ვნახეთ საგარეო საქმეთა სამინისტროდან, არ არის ადეკვატური, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დეპუტატის აზრით, საგარეო უწყების გულგრილობას პოლიტიკური სარჩული აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები