LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს გამოფენა „XX საუკუნის I ნახევრის ქართული მხატვრობა“ მოეწყობა

144

6 აპრილს, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში მოეწყობა გამოფენა „XX საუკუნის I ნახევრის ქართული მხატვრობა“. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ქართული ხელოვნების კოლექციის საუკეთესო ნიმუშები, იმ შემოქმედთა მხატვრული მემკვიდრეობა, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს XX საუკუნის სახვით ხელოვნებას საქართველოში.

წარმოდგენილი ნამუშევრები ნათელყოფს  ქართული მხატვრული სკოლის მრავალფეროვნებას, მის თანადროულობას ზოგად ევროპულ მხატვრულ პროცესებთან და, ამავე დროს, მის მკვეთრად გამოხატულ ეროვნულ თავისებურებასა და მათ შემოქმედებით ინდივიდუალურობას.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მოსე თოიძის, დიმიტრი შევარდნაძის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის, ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვის, კირილე ზდანევიჩის, შალვა ქიქოძის, ქეთევან მაღალაშვილის, ელენე ახვლედიანის, თამარ აბაკელიას, ალექსანდრე ციმაკურიძის, აპოლონ ქუთათელაძის, მიხეილ ბილანიშვილის, ფელიქს ვარლამიშვილის, პეტრე ოცხელის, ირაკლი გამრეკელის, სერგო ქობულაძის, უჩა ჯაფარიძისა და კორნელი სანაძის ნამუშევრები.

აღნიშნული ექსპოზიცია ერთგვარი გაგრძელებაა გამოფენისა – „შედევრები ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან“. გამოფენა 17:00 საათზე გაიხსნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები