LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა

78

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა.

გიორგი ანწუხელიძე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე იყო,  IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი იყო.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ანწუხელიძე ტყვედ ჩავარდა. სეპარატისტებმა ის წამების შემდეგ მოკლეს. წამების ამსახველი ვიდეოკადრები კი ინტერნეტით გაავრცელეს.

ანწუხელიძის დაბადების დღე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმაც გაიხსენა. #დიდება გმირებს ამ ჰეშთეგით დაწერა მან პოსტი და ეროვნული გმირის სურათიც გამოაქვეყნა.

ეროვნული გმირი 1984 წელს ახმეტის მუნიციპალიტეტში დაიბადა. ის დღეს 33 წლის გახდებოდა. გიორგი ანწუხელიძეს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები